ႷႠႥႠ

ႸႤႵႫႬႨႪႨ ႸႤႬႧႥႨႱ

EN GE RU

ჩერი კლასიკი

დახვეწილი გემო შექმნილი თქვენთვის

ჩერი კლასიკი

დახვეწილი გემო შექმნილი თქვენთვის

ჩერი ორიგინალი

ძლიერი გემო შექმნილი თქვენთვის

ჩერი ნატიფი

ყავა ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად

ჩერი გოლდი

პრემიუმ კლასის ყავა

ჩერი კლასიკური

ხსნადი ყავა ჩერისგან - გრანულებში

ჩერი გოლდი

ხსნადი ყავა ჩერისგან - სუბლიმირებული

სასიამოვნო არომატი

ყავის მოყვარულებო, ხარგრძლივი მუშაობის შედეგად ჩვენ შევქმენით ყავის რეცეპტი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებში მოყვანილი სხვადასხვა ჯიშის 100% ნატურალური ყავების განსაზღვრულ ნაზავს, რაც განაპირობებს ჩვენი ყავების გამორჩეულ, სპეციფიკურ გემოს.

ხარისხი

ყავა, დაფქულია უმაღლესი ხარისხის წმინდა კონსისტენციის დონემდე და დაფასოებულია უახლესი დანადგარით შეფუთვაში, სადაც ვერ აღწევს ჟანგბადი, ამასთან ნახშიროჟანგი გამოიყოფა სპეციალური სარქველის საშუალებით, შედეგად ყავის სურნელი და არომატი დიდი ხნის განმავლობაში არის შენარჩუნებული და ყავა ჩერი არის ყოველთვის ახალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად იქმნება რჩეული და დახვეწილი პროდუქტი. ამჟამად ჩერი აწარმოებს ოთხი დასახელების ყავას.

ტექნოლოგია

თითოეული ჯიშის ყავის მარცვალი ჩვენს საწარმოში, ყავის ინდუსტრიაში აღიარებული საუკეთესო გერმანული დანადგარების საშუალებით არის გაწმენდილი და მოხალულია უნიკალური ტექნოლოგიით/რეჟიმით, რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვიყენებთ.

შპს „ჩერი“ დაარსდა 2012 წლის 21 მარტს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.

შპს „ჩერი“ ამჟამად საქართველოში ყველაზე მსხვილი ყავის მწარმოებელია, წარმადობის სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ქართული ნალექიანი ყავის ბაზრის 60%-ზე მეტს დავიკავებთ. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი, ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული გერმანული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება გერმანულ და იტალიურ ყავის საწარმოებს.

შპს „ჩერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი 100%-ით ნატურალური ყავა შესთავაზა.

კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია - ირაკლი ლომთათიძე.

დეტალურად

© 2017 Cherie LLC. All Rights Reserved
Developed by DESIGN.GE