შპს ჩერი „ჩერი“ დაარსდა 2012 წლის 21 მარტს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.

შპს „ჩერი“ ამჟამად საქართველოში ყველაზე მსხვილი ყავის მწარმოებელია, წარმადობის სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ქართული ნატურალური ყავის ბაზრის 60%-ზე მეტს დავიკავებთ. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი, ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული გერმანული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება გერმანულ და იტალიურ ყავის საწარმოებს.

შპს „ჩერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი 100%-ით ნატურალური ყავა შესთავაზა.

კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია - ირაკლი ლომთათიძე.


მისია ჩერი ინგლისური სიტყვაა (Cherry) და ნიშნავს ყავის ნაყოფს.

ჩვენი მისიაა ქართველ მომხმარებლებს 100%-ით ნატურალური, ნამდვილი ყავა გავასინჯოთ და ამ გზით დავიმკვიდროთ ადგილი ქართული ყავის ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი. გვსურს გვქონდეს ხალხის ნდობა და ჩვენი მომხმარებლები მუდამ კმაყოფილნი იყვნენ ჩვენი საქმიანობით.

ჩვენი მიზანი არ არის მომხმარებლის ერთჯერადად მოზიდვა, იმისთვის რომ ჩვენი მისია შესრულდეს 100%-ით საჭიროა მომხმარებლის შენარჩუნება და მისი მოლოდინის გამართლება, მათთან მუდმივი კავშირი უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატებაა.

ჩვენ ვქმნით რჩეულ პროდუქტს რომლის გემო და ხარისხი არის ჩვენი კომპანიის N1 პრიორიტეტი. ყავა ტრილოგიაა: მისი გემოს ერთ მესამედს ქმნის მწვანე მარცვლის წარმომავლობა/ჯიში, დარჩენილი ორი მესამედი კი დამოკიდებულია მის - მოხალვასა და მოდუღებაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუკეთესო ყავა იწარმოება სწორედ იქ სადაც ის არ მოდის. საუკეთესო ხარისხის ყავის წარმოებისათვის არ არის აუცილებელი, რომ ის საქართველოში მოდიოდეს, ამისათვის საჭიროა შეიქმნას პროდუქტი - გემოვნებით, ხარისხის კონტროლის ტრადიციით, საუკეთესო მანქანა-დანადგარებით და მომხმარებლების პატივისცემით - რასაც ჩვენ საგულდაგულოდ ვასრულებთ.


საწარმო შ.პ.ს. ჩერის კუთვნილი საწარმო განთავსებულია თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში 7 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე. შენობის მთლიანი ფართი 1 850 კვ.მ.-ია. შენობა სრულად აკმაყოფილებს კვების წარმოებაში მოქმედ სტანდარტებს, დაცულია ყველა სანიტარული ნორმა.
საწარმოში შესვლამდე თითოული თანამშრომელი გადის ყველა საჭირო სანიტარულ პროცედურას და იმოსება სპეც-ტანსაცმლით. მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ საწარმოს ფოტო-გალერეას - ფოტო გალერეა



© ყველა უფლება დაცულია. 2019 შპს ჩერი.