ჩერი

„ჩერი“ ამჟამად საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია
„ჩერი“ პირველი ბრენდია, რომლითაც 2012 წელს საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი 100%-ით ნატურალური ყავა შესთავაზა.

ჩერი ინგლისური სიტყვაა (Cherry) და ნიშნავს ყავის ნაყოფს.
ჩვენი მისიაა ქართველ მომხმარებლებს 100%-ით ნატურალური, ნამდვილი ყავა გავასინჯოთ და ამ გზით დავიმკვიდროთ ადგილი ქართული ყავის ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი. გვსურს გვქონდეს ხალხის ნდობა და ჩვენი მომხმარებლები მუდამ კმაყოფილნი იყვნენ ჩვენი საქმიანობით.
ჩვენი მიზანი არ არის მომხმარებლის ერთჯერადად მოზიდვა, იმისთვის რომ ჩვენი მისია შესრულდეს 100%-ით საჭიროა მომხმარებლის შენარჩუნება და მისი მოლოდინის გამართლება, მათთან მუდმივი კავშირი უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატებაა.
ჩვენ ვქმნით რჩეულ პროდუქტს რომლის გემო და ხარისხი არის ჩვენი კომპანიის N1 პრიორიტეტი. ყავა ტრილოგიაა: მისი გემოს ერთ მესამედს ქმნის მწვანე მარცვლის წარმომავლობა/ჯიში, დარჩენილი ორი მესამედი კი დამოკიდებულია მის - მოხალვასა და მოდუღებაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუკეთესო ყავა იწარმოება სწორედ იქ სადაც ის არ მოდის. საუკეთესო ხარისხის ყავის წარმოებისათვის არ არის აუცილებელი, რომ ის საქართველოში მოდიოდეს, ამისათვის საჭიროა შეიქმნას პროდუქტი - გემოვნებით, ხარისხის კონტროლის ტრადიციით, საუკეთესო მანქანა-დანადგარებით და მომხმარებლების პატივისცემით - რასაც ჩვენ საგულდაგულოდ ვასრულებთ.







© ყველა უფლება დაცული. 2019 ჩერი.