ჩერის თამასუქი - არის ჩერის საინვესტიციო პროდუქტი, წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, მოკლევადიან სასესხო ვალდებულებას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მათთვის ვისაც სურს ფულის მოკლევადიანი დაბანდება საბანკო ანაბარზე უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლით
როგორ მუშაობს თამასუქიჩერის თამასუქი არის 6-დან 10 თვემდე ვადის, არანაკლებ 5000 ლარიანი ნომინალური ღირებულების სესხი რომელსაც ღებულობს კომპანია ჩერი და იღებს ვალდებულებას დააბრუნოს
თამასუქის თანხას დაერიცხება წლიური 12%, სარგებლის ყოველთვიური გადახდით (თვეში - 1%)
სავალუტო რისკის დაზღვევა - იმ შემთხვევაში თუ თამასუქის თანხის დაბრუნების დღეს, გაცემის დღესთან შედარებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3%-ზე მეტად იქნება გაუფასურებული თამასუქის მფლობელს ასევე აუნაზღაურდება კურსთაშორის სხვაობა
რატომ ყიდის თამასუქს ჩერიჩერი ყიდის თამასუქს იმიტომ რომ გადაიხადოს საბანკო ოვერდრაფტზე ნაკლები პროცენტი (საშუალოდ ბანკის 6-10 თვიანი სესხი ლარში ღირს წლიური - 14%)
რატომ უნდა ვიყიდო თამასუქითქვენ უნდა იყიდოთ თამასუქი იმიტომ რომ მიიღოთ საბანკო ანაბარზე მეტი საპროცენტო სარგებელი (საშუალოდ ბანკები 6-10 თვიან ანაბარზე ლარში იხდიან წლიურ - 7%-ს) ამასთან დაზღვეული იყოთ ლარის მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაში
თამასუქის მფლობელი თამასუქის ვადის ამოწურვამდე ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით ონლაინ მაღაზიით გაკეთებულ შესყიდვებზე www.shop.cherie.ge (ონლაინ შეკვეთისას მიუთითებთ თამასუქის ნომერს)
როგორ მივიღო თამასუქი