ნატურალური ყავა დაფქული

ჩერი უკოფეინო

ჩერი Decaf - 100 % -ით არაბიკას ჯიშის, ნატურალური მოხალული და დაფქული, კოფეინგამოცლილი ყავა. საშუალო მოხალვა.

კოფეინს ბუნებრივად შეიცავს კაკაოს მარცვლები, ჩაი და ყავა. კომპონენტის სახით იგი ასევე შედის უალკოჰოლო სასმელებისა და ფარმაკოლოგიური პრეპარატების შემადგენლობაში.

თუმცა, ზოგ ადამიანს ურჩევნია, განსაკუთრებით - მეძუძურ დედებს, ორსულებს, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პირებს, ასევე ასაკოვან ადამიანებს მოიხმარონ დეკოფეინირებული ყავა, ჩაი თუ უალკოჰოლო სასმელები მოიხმაროს.

ყავა: ყავის მწვანე მარცვლების დეკოფეინიზაცია მათ მოხალვამდე ხდება. ჩვეულებრივ, არაბიკა შეიცავს 1-1,5% კოფეინს და რობუსტა - დაახლოებით 2-2,5%-ს.

ყავის დეკოფეინიზაციის განსხვავებული მეთოდები არსებობს. ევროპაში, იმისათვის, რომ ყავას დეკოფეინირებული ეწოდოს, დაშვებულია, მასში მაქსიმუმ 0.1% კოფეინი შედიოდეს.

კოფეინი გაღვივებული მწვანე ყავიდან დიქლორმეთანის საშუალებით გამოიდევნება. განსხვავებული კონცენტრაციის გამო, კოფეინი მარცვლის უჯრედის სტრუქტურიდან გამხსნელში გადადის. ეს ნარევი უწყვეტად გამოიდევნება საექსტრაქციო ჭურჭლიდან.

აღნიშნული პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპი: წინასწარი დასველება/დატენიანება

მომზადების ამ ეტაპზე, ვერცხლისფერი კანი ორთქლით დამუშავების მეშვეობით რბილდება და ჰაერის ნაკადის საშუალებით, მარცვლებს სცილდება. უჯრედოვანი სტრუქტურა ახლა უკვე გახსნილია წყლითა და ორთქლით დამუშავების მეშვეობით.

მეორე ეტაპი: ექსტრაქცია

ექსტრაქცია მთავარი ეტაპია. კოფეინი ნელა გამოიდევნება ყავის თბილი და სველი მწვანე მარცვლებიდან საექსტრაქციო ჭურჭელში მაღალსელექტიური საექსტრაქციო გამხსნელის ჩასხმით. გამხსნელი ერთმანეთთან აკავშირებს კოფეინს და გაჯერების შემდეგ, ეს ნარევი ჭურჭლიდან ამოაქვთ. დამოკიდებულია რა კოფეინის თავდაპირველ შემცველობაზე, ეს პროცესი მეორდება მანამ, სანამ კოფეინის დონე მოთხოვნილ ზღვარზე დაბლა არ აღმოჩნდება. ექსტრაქციის შემდეგ, დარჩენილი ხსნარი მარცვლებს ნაკადის წნევის მსუბუქი ზეწოლით სცილდება.

მესამე ეტაპი: გაშრობა

თბილი ჰაერის ქვეშ, დეკოფეინირებული ყავა შრება მანამ, სანამ ტენიანობის შემცველობა 10-12%-ს არ მიაღწევს (როგორც ჩვეულებრივი მწვანე ყავის შემთხვევაში). ბოლოს, მარცვლები გრილდება, პრიალდება და კვლავ ტომრებში იფუთება.

პირველი სამი ეტაპის დასრულების შემდგომ ხდება ყავის დეკოფეინირებული მარცვლების მოხალვა, დაფქვა და დაფასოება